მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრები ვასილის სპანულისმა ჩაიბარა

ვასილის სპანულისი

ევროპული კალათბურთის ლეგენდა ვასილის სპანულისი საბერძნეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია. 41 წლის სპეციალისტმა ეროვნულ გუნდში თანამემამულე დიმიტრის იტუდისი შეცვალა. 


სპანულისი და საბერძნეთის კალათბურთის ფედერაცია 2-წლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მისი მთავარი გამოწვევები პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო მატჩები და 2025 წლის ევრობასკეტი იქნება. 

სათქმელია ისიც, რომ ვასილის სპანულისი საკალათბურთო სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მას საბერძნეთის ნაკრების ვარსკვლავთან, იანის ანტეტოკუმპოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი ეროვნულ ნაკრებში დანიშვნისა.

სპანულისმა საკალათბურთო კარიერა 2021 წელს დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო, იგი გასულ წელს ბერძნული პერისტერის თავკაცად დაინიშნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები