საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებისათვის ხანძრის კერების შესახებ განახლებულ ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ: ასპროპირგოში, ელეფსისში, პლაკაში, დიკელაში, მაკრისში, Nea Chili-ში, ბეოტიაში, კიტნოსსა და იასმოსში.
საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.
აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166", - ნათქვამია განცხადებაში.
საბერძნეთში ცეცხლის კერები პირველად გასულ შაბათს ქალაქ ალექსადროპოლში გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო ქვეყნის სამხრეთ რეგიონში გავრცელდა. უცხოური მედიის ცნობით, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.