ჩრდ. საბერძნეთში, სადაც ცეცხლის არაერთი კერა რამდენიმე დღეა მძვინვარებს, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი საბერძნეთის ხანძრის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, 18 ცხედარი სოფელ ავანტას სამხრეთ საზღვართან იპოვეს და ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილები თურქეთიდან საზღვარზე უკანონოდ გადმოსული მიგრანტები არიან.
სტიქიის გამო, ქალაქ ალექსანდროპოლიდან, რომელიც ავანტას მახლობლად მდებარეობს, საავადმყოფოებიდან ათობით პაციენტის, მათ შორის ახალშობილებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდა, ისინი ამ დრომდე საველე პირობებში მკურნალობენ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ იყო ცნობილი.