მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბინაო ბიზნესის გაფართოების მიზნით Berkshire Hathaway $6.8 მილიარდად Taylor Morrison-ს ყიდულობს

TAYLOR MORRISON

კომპანია Berkshire Hathaway-მ განაცხადა, რომ 6.8 მილიარდ დოლარად საცხოვრებელი სახლების მშენებელ Taylor Morrison Home Corp-ს ყიდულობს. ეს გარიგება კონგლომერატის საბინაო ბიზნესს გააფართოებს და გრეგ აბელის პირველი მრავალმილიარდიანი შენაძენი იქნება მას შემდეგ, რაც მან აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე უორენ ბაფეტი შეცვალა.

კომპანიების შეთანხმებით, Taylor Morrison-ის თითოეული აქციის ფასი 72.50 დოლარად განისაზღვრა, რაც არიზონაში დაფუძნებული კომპანიის პარასკევის დახურვის ფასზე 24%-იან პრემიას წარმოადგენს. Taylor Morrison-ის საწარმოს საერთო ღირებულება 8.5 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ორშაბათის ვაჭრობაში Taylor Morrison-ის აქციები 22%-ზე მეტით გაიზარდა.

Taylor Morrison-ის დამატება აბელს დაეხმარება, დახარჯოს Berkshire-ის დაგროვილი ფულადი რეზერვების ნაწილი, რომელმაც მარტის ბოლოს 380.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Taylor Morrison აშშ-ის 12 შტატში მოქმედებს, ძირითადად დასავლეთსა და სამხრეთში. ის ოპერირებს Taylor Morrison-ის, Esplanade-ისა და Yardly-ს ბრენდების ქვეშ, რომლებიც მომხმარებელს როგორც ბიუჯეტურ, ისე „საკურორტო ცხოვრების სტილის“ საცხოვრებლებს სთავაზობენ.

მოსალოდნელია, რომ გარიგება 2026 წლის მეორე ნახევარში დაიხურება (აქციონერებისა და მარეგულირებლების თანხმობის შემდეგ), რის შემდეგაც აღმასრულებელი დირექტორი შერილ პალმერი საკუთარ პოსტს შეინარჩუნებს.

ჟურნალ Builder-ის სახლების მშენებელი TOP 100 კომპანიის რეიტინგში Taylor Morrison-ი მე-6 ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები