მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საბვეი”: რესტორანში მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, საკვების გამოძახების მაჩვენებელი მაღალია

623a0463e2694
ლიკა გურაბანიძე
23.03.22 00:12
1207
“საბვეიში” პანდემიური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, მომხმარებლების რაოდენობის მატება დაიწყო.

როგორც bm.ge-ს კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში გივი ორდენიძემ განუცხადა, ადგილზე მომხმარებლების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტენდენცია იკვეთება, რომ გამოძახების სერვისით სარგებლობა კვლავ მაღალია.

“თუ მიტანის სერვისის კომპანიებით 2018-2019 წლებში საშუალოდ 10%-ს ვყიდდით, ახლა ეს რიცხვი 40-50%-მდეა გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ პანდემიამ მომხმარებლების ქცევაზე გარკვეული გავლენა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიური მდგომარეობა უმჯობესდება და ხალხი გარეთ გამოდის, რესტორნებში მოდის, ძალიან დიდი წილი დარჩა იმ მომხმარებლების, რომლებიც პროდუქციას ადგილზე მიტანით იძახებენ. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.” - განმარტა ორდენიძემ.

მისი თქმითვე, კომპანიაში გაყიდვები ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით 50-60%-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები