მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჭირო იქნება, როგორც მინიმუმ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება - გვენეტაძე

62568d4506a4d
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.22 12:43
939
ეროვნულმა ბანკმა 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით 11%-მდე გაზარდა. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი, სავარაუდოდ, მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. 

კობა გვენეტაძის თქმით, ახალი პროგნოზით, 2022 წელს საქართველოში საშუალოდ 9%-იანი ინფლაცია იქნება. 

“ჩვენი პროგნოზით, 3-4%-ს შორის იქნება რეალური ზრდა ამ წელს, თუმცა კვლავ მაღალია გაურკვევლობები. ფაქტორები, რომლებიც მთლიანად გლობალურ ეკონომიკას დაამჩნევს კვალს, არის ინფლაციური პროცესები. სამწუხაროდ, კონფლიქტმა ახალი ბიძგი მისცა ამას. FAO-ს სურსათის ინდექსი ახალ რეკორდულ დონეზე ავიდა, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასები არის გაზრდილი. ეს არის გამოწვევა, რადგან საჭირო იქნება როგორც მინიმუმ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. აქაც დგას ის კითხვის ნიშნები, რომლებიც გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული. იმ პროგნოზით, რომელიც ჩვენ გვაქვს ინფლაცია იქნება, დაახლოებით, 9%-ის დონეზე.

ისევ და ისევ უნდა დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს დაამჩნევს კვალს ექსპორტს, იმპორტს; ასევე უნდა დავაკვირდეთ ტურისტულ შემოსავლებს. მიმდინარე ანგარიშის დიდ გაუარესებას არ ველით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3%-ია ანუ ქვეყანაში წელს სამიზნესთან შედარებით სამჯერ მაღალი ინფლაცია იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები