მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა ახალი პარტიები, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება - ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საჭიროა ახალი პარტიები, რომლებიც იმ ახალ საქართველოს ასახავს, რომელიც დღეს იბადება. ეს განცხადება ზურაბიშვილმა ზუგდიდში გააკეთა, სადაც აქციას შეუერთდა და მოქალაქეებს მიმართა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მზადყოფნა ახალი არჩევნებისთვის.

„საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უდიდესი კრიზისიდან, ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, ამას ითხოვდნენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივაღწევთ. მაგრამ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ მზად უნდა ვიყოთ, არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ, სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც თავიანთი ადგილი ექნებათ. მრავალფეროვნება არის ამ ქვეყნის სიძლიერე, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭიროა, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები