საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში, პროევროპულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.
მან აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონებში პროტესტი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ზურაბიშვილის თქმით, ეს მთლიანად საქართველოს პროტესტია, რომელიც საბოლოო შედეგამდე - თავისუფალ არჩევნებამდე მიგვიყვანს.
"მოხარული ვარ, რომ ჩემი რეგიონული ტურნე იწყება ზუგდიდში. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის შავი ზღვის მეორე მხარე - ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით.
მე შემიძლია ერთ რამეს დაგპირდეთ, რომ ბოლომდე ვიქნები ჩართული იმ ძალისხმევით, რაც შემიძლია ამ ქვეყნისთვის. თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, ის საპროტესტო მსვლელობაში იღებს მონაწილეობას.