მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა ბალნეოლოგიური კურორტების მეტი რეკლამირება - ანდრო ჯიშკარიანი

5e15e11406cd2
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.20 11:10
1507
წყალტუბოს ერთ-ერთი აღდგენილი სანატორიუმის, სასტუმრო "Legends Tskaltubo Spa Resort"-ის დამფუძნებელი და დირექტორი ანდრო ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ბალნელოგიური კურორტების მიმართულებით არსებული რესურსების ცნობადობის გაზრდა აუცილებელია.

"სამედიცინო ბალნეო ტურიზმის უფრო მეტი რეკლამირება არის საჭირო გარე ბაზრებზე", - ამბობს BM.GE-სთან საუბრისას ანდრო ჯიშკარიანი.

მისი შეფასებით, ბალნეოლოგიური კურორტების მხრიდან დღეს ბაზარზე იმაზე მეტია მიწოდება, ვიდრე მოთხოვნა არსებობს, ხოლო იმისთვის, რომ ეს ბალანსი დაცური იყოს, ქვეყნის ამ მიმართულებით რეკლამირება უნდა მოხდეს.
 
"ბალნეოლოგიური ტურიზმის რეკლამირების მიმართულებით კერძო სექტორი ისედაც აქტიურობს - ფინანსებიდან გამომდინარე, აწარმოებს მარკეტინგულ კამპანიებს, მონაწილეობს გამოფენებში და ა.შ. რაც შეეხება სახელმწიფოს, იქიდან გამომდინარე, რომ ბალნეოტურიზმი პრიორიტეტული არ არის დღემდე, მისი რეკლამირებაც არ ხდება. სახელმწიფო უნდა გააქტიურდეს, რომ მსოფლიოში ბალნეო ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ცნობადობა გაიზარდოს.

დადებითად ვაფასებ იმას, რომ "აწარმო საქართველოს" დაემატება ბალნეოლოგიური ტურიზმის ხელშეწყობის კომპონენტი, თუმცა ეს ქვეყნის ცნობადობის გაზრდაზე, ამ მიმართულებით, ვერ იმოქმედებს. შეიძლება მოაწყო ბალნეოკურორტი, მაგრამ აუცილებელია კურორტის გაპიარება. საქართველოს ყველა ბალნეოლოგიურ კურორტზე, წლის ნებისმიერ მომენტში, მიწოდება უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა, ეს იქნება წყალტუბო, საირმე, თუ ბორჯომი. შესაბამისად, თუ იქნება მოთხოვნა, მაშინ იქნება ინტერესი, რომ ინვესტიცია ჩაიდოს და განვითარდეს ეს მიმართულება", - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა.

BM.GE-ის კითხვაზე - ჰქონდა თუ არა შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან, წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზების ფარგლებში, მისი აღდგენილი სანატორიუმის გაყიდვასთან დაკავშირებით, Legends Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.