მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საჭიროა ნაკლები ტექნოლოგია და მეტი კვალიფიციური ექიმი“ - დავით მრელაშვილი

641ac0de36272
თინათინ ნატმელაძე
23.03.23 09:02
1004
პაციენტისთვის დიაგნოზის დასმაში ძირითადი მნიშვნელობა აქვს ექიმის კვალიფიკაციას და არა ტექნოლიგიების მაღალ დონეს, - ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, დავით მრელაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქართული კლინიკური მედიცინის მთავარი გამოწვევა ტექნოლოგიებზე და არა ექიმების კვალიფიკაციაზე ორიენტირებულობაა.

„შესაძლოა, ჩემი აზრი ლეგიტიმური არ იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვცხოვრობ საქართველოში. ადგილობრივმა ექიმებმა, ცხადია, უკეთ იციან იმ გამოწვევების შესახებ, რაც ქართულ მედიცინაში არსებობს, თუმცა ჩემი აზრით, აქ ორი მთავარი დაბრკოლებაა - პირველ რიგში ექიმებისა და ექთნების მიმდინარე განათლება, იქნება ეს პროტოკოლების თუ მკურნალობის მეთოდების ცოდნა და მეორე, მხოლოდ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულობა.

ხშირად გვესმის სხვადასხვა კლინიკებსგან, რომ გვაქვს უახლესი ექოსკოპიის ან ემერტეს აპარატი, ამ დროს კი მთავარი ექიმის კვალიფიკაციაა. მესმის, რომ ეს ბრენდინგის საკითხია, რადგან კარგი ტექნოლოგიები უპირატესობად ითვლება და სამწუხაროდ, ექიმობა უკანა პლანზე გადადის, მაგრამ სინამდვილეში, მთავარია არის ის თუ ვინ სვამს დიაგნოზს.

საერთო ჯამში, ქართულ კლინიკურ მედიცინას სჭირდება ნაკლები ტექნოლიგია და მეტი კვალიფიციური ექიმები“, - განაცხადა დავით მრელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები