მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტელემედიცინის ერთადერთი ფუნქციაა ექიმს და პაციენტს შორის დრო და სივრცე შეამოკლოს“ - დავით მრელაშვილი

641bee60dd67c
თინათინ ნატმელაძე
22.03.23 23:45
535
„საჭიროა მხოლოდ ერთი კვალიფიციური ექიმი და ერთი ტელეფონი“, - ასე ხსნის ტელემედიცინის ფუნქციონირების პროცესს ექიმი დავით მრელაშვილი.

როგორც მან Bm.ge-სთან თქვა, ტელემედიცინის შესაქმნელად ტექნოლოგიური მიღწევები და სხვადასხვა სახის რობოტები საჭირო არაა, აქაც ისე, როგორც კლასიკურ მედიცინაში, საჭიროა კვალიფიკაცია.

“ბევრი კომპანია და ექიმი მიკავშირდება, მეუბნება, რომ ახალი რობოტები შევიძინეთ და გვინდა ტელემედიცინის დაწყებაო, სინამდვილეში ტელემედიცინისთვის ისიც საკმარისი იქნება, რომ იყიდონ 100 ყველაზე იაფი ლეპტოპი და დადგან რეგიონებში. ტელემედიცინას არ სჭირდება არაფერი გარდა ერთი თუნდაც ყველაზე იაფი ანდროიდისა, რომელიც აუდიო-ვიდეო კავშირს დაამყარებს და კვალიფიციური ექიმისა.

ტელემედიცინის ერთადერთი ფუნქციაა ექიმს და პაციენტს შორის დრო და სივრცე შეამოკლოს. ამ ფუნქციიდან უნდა ამოვიდეთ, აქ ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ექიმი ვერ შეეხება პაციენტს, თუმცა საბედნიეროდ დიგანოსტიკის ძირითადი ნაწილი ხდება გამოკითხვით, ისტორიის მოსმნით და სადიაგნოსტიკო ტესტებით. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც იმავე აზრზე ვარ, რომ მთავარია ვინ არის თქვენი ექიმი და არა ის, თუ სად არის თქვენი ექიმი“, - განაცხადა დავით მრელაშვილმა.

ექიმი აღნიშნავს, რომ ამ დროის მონაცემებით მოსახლეობის 25-50% ტელემედიცინას არ ენდობა, თუმცა ნდობის ხარისხი ეტაპობრივად იზრდება და ძირითად შემთხვევაში ქვეყანაზე დამოკიდებული - ამერიკაში დიდი ხნის წინ მოიკიდა ფეხი და იქ ცნობიერებაც ამაღლებულია, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

თუმცა, დავით მრელაშვილი გვიყვება, რომ თუ პაციენტი ტელემედიცინის ვიზიტს ერთხელ მაინც დაჯავშნის, მაშინვე დაინახავს მის უპირატესობებს, რადგან ამ მექანიზმს კლინიკური მედიცინის მომსახურების დროის 10-ჯერ შემცირება შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები