მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი
BM. GE
11.11.23 14:44
139

მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„იქნება მოლაპარაკება. რადგან რაღაც მომენტში იძულებული უნდა გახდეს რუსეთი, დათანხმდეს. ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებით. ზოგი ამბობს, რომ ის ბოლომდე უნდა განადგურდეს. მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს.

სანამ რუსეთი იკავებს თუნდაც ერთ კვადრატულ კილომეტრ სხვის ტერიტორიას, რუსეთი ვერ იქნება ის პარტნიორი, რომელიც ისევ გვსურს ვიხილოთ ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაში. ეს მოხდება რუსეთის ნორმალიზაციით, რაც ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს საზღვრები, მე მათ პატივს ვცემ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეზობლური ურთიერთობები, პატივისცემა დათანამშრომლობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნორმალური მეზობლური ურთიერთობებისთვის. მე ვაწარმოებდი ლავროვთან მოლაპარაკებებს რუსული ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით და ეს იყო სწორედ ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყისი.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპაციის შემდეგ და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ“.

კითხვაზე – „შეიძლება, ეს მოდელი იყოს ევროკავშირისთვის? ევროპული სიმამაცის ფორმა იქნებოდა ნამდვილად დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ქვეყანასთან, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ბრალდებული?“, – საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:

„ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული, ეს ლეგიტიმურია და ეს პასუხობს პრინციპულ პოზიციას. არ ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, ეს არჩევანი იყოს. ევროკავშირი ყველგან უნდა იყოს წარმოდგენილი. დიპლომატია მხარდაჭერა არ არის. დიპლომატია შეიძლება, იყოს პრინციპებისა და პოზიციების შენარჩუნება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ძალიან საინტერესოა, რომ მივიღეთ თანხმობა, რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რომელიც კიდევ უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის მიერ“.

„საქართველოში მაშინვე ჩატარდა გამოკითხვა ამ საკითხზე. ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 80%-დან 85%-მდე გაიზარდა. აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვი. ძალიან დიდი უმრავლესობა, როდესაც მათ ეკითხებიან, რატომ? ამბობს, რომ უსაფრთხოებისთვის, რომელსაც კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე წინ აყენებს. არის შეგრძნება, რომ როდესაც ხარ მეორე მხარეს, დაცული ხარ, არა სავალდებულოდ სამხედრო კუთხით. არის შეგრძნება, რომ მეორე მხარეს რუსეთი ვეღარ გაბედავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე – „ცოტა ტრივიალურად რომ ვთქვათ, რუსეთი ახლა „გვიწვევს“? როდესაც ის ბომბავს დნეპრის მეორე სანაპიროს, რუმინელებს ბომბები თვალწინ აქვთ, ისინი ყველაზე უარესს ცდილალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„ვფიქრობ, მათ ადგილზე არ ვეცდებოდი. ვფიქრობ, ჯერჯერობით ძალიან კარგად უძლებენ. როგორც ყოველთვის, რუსები ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ და ავიწროებენ ყველას, ბალტიის ქვეყნებს, რუმინეთს, ყველას, ვინც საზღვართანაა, მაგრამ მათ თავი შეიკავეს ამ ხაზის გადაკვეთისგან, რაც სხვა რამეს გამოიწვევდა, არ მგონიაგაბედონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები