მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჭიროების შემთხვევაში, ირანის ბირთვულ ობიექტებს ისევ დავარტყამთ - ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ირანს ისევ დაარტყამს. ამის შესახებ მან საკუთარ პლატფორმაზე, Truth Social-ზე დაწერა.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ირანის ბირთვულ ობიექტებზე: ზიანი ძალიან სერიოზულია, ისინი განადგურებულია. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, განადგურებულია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამას კიდევ გავაკეთებთ“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ აბას არაღჩიმ ინტერვიუ მისცა Fox News-ს, სადაც დაადასტურა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს სერიოზული ზიანი მიადგა. მიუხედავად ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ურანის გამდიდრებაზე უარს არ იტყვის.

აშშ-მა ირანში სამ ბირთვულ ობიექტს შეუტია. დონალდ ტრამპმა „შესანიშნავი სამხედრო წარმატების“ შესახებ 21 ივნისს გამოაცხადა და თქვა, რომ აშშ-ის ბომბდამშენებმა ფორდოს, ნათანზის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს ისრაელთან ერთობლივი ძალისხმევით, რათა ირანის ბირთვული პროგრამა გაენადგურებინათ მას შემდეგ, რაც დიპლომატიურმა მცდელობებით ვერ შეძლეს თეირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები