მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – "თბილისი ენერჯი" მოქალაქეებს აფრთხილებს

6190deac0f5d2
BM.GE
14.11.21 14:00
1029
თბილისში ერთ–ერთი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა,– ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს. მათი ცნობით, საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი რიგით 28 – ე საცხოვრებელი სახლია, რომელიც წელს აფეთქებას გადაურჩა.

“მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და აქტიური უსაფრთხოების კამპანიისა, აბონენტების ნაწილი არაფრად აგდებს საფრთხეებს და არ აქცევს ყურადღებას გაზის მოხმარების უსაფრთხოების მარტივ წესებსაც კი. ასეთი დაუდევრობის გამო არაერთი უბედური შემთხვევა ახსოვს დედაქალაქს და კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა “თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების დროული რეაგირება.

სწორედ ამ რეაგირების შედეგად გადაურჩა აფეთქებას და სავარაუდო დიდ მსხვერპლს საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი. გუშინვე ერთერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ახალგაზრდა ადამიანი გადარჩა ცეოსგან სიკვდილს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები მკვლელი, ერთკამერიანი(ღია წვის) დანადგარია. ჩვენი სპეციალისტები პერიოდულად ამოწმებენ სახცოვრებელ ბინებს, ხსნიან ამ დანადგარებს ქსელიდან და აფრთხილებენ აბონენტებს, თუმცა მათი ნაწილი თვითნებურად აერთებს ჩახსნილ დანადგარებს და არ ითვალისწინებს მკაცრ გაფრთხილებას. კიდევ ერთხელ გვინდა გთხოვოთ ყველას, უარი თქვით ღია წვის კამერიან დანადგარებზე...

განსაკუთრებით გვინდა მოვუწოდოთ, გაქირავებული ან დაგირავებული ბინების მფლობელებს – ჩახსენით მკვლელი დანაგარები. გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლები ხართ სხვა ადამიანების სიცოცხლეზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველა რჩევა და რეკომენდაცია, რასაც ჩვენი სპეციალისტები გაძლევენ და დაიცავით საკუთარი და სხვების სიცოცხლე”,– ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები