მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად გადის ქართული წარმოების ავეჯი და როგორია იმპორტის მაჩვენებლები - კვლევა

5ea147f636f1f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.20 21:50
2962
საკონსულტაციო კომპანია AGIC-ის მიერ 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულ ავეჯის ინდუსტრიის კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოში წარმოდგენილი ავეჯის ნახევარზე მეტი იმპორტირებულია, ექსპორტის მონაცემები საკმაოდ ეფექტურია.
 
როგორც კვლევის შედეგებშია ნათქვამი, 2019 წელს ქვეყნიდან 1.7 მლნ დოლარის ღირებულების ავეჯის ექსპორტი განხორციელდა, რაც აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. აქვე აღნიშნულია, რომ ავეჯის ინდუსტრიის საკმაოდ დიდი ნაწილი იმპორტირებულ საქონელს უკავია, რომლის მაჩვენებელიც წლიდან წლამდე მზარდია.

საერთაშორისო სავაჭრო სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 59,962 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 68 ათას დოლარს გადააჭარბა.

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც ხორციელდება ძირითადი იმპორტი, შემდეგია თურქეთი, ჩინეთი, იტალია, უკრაინა და პოლონეთი.

2018 წელს პროდუქციის ძირითადი ნაწილი შემოვიდა თურქეთიდან, მისმა ღირებულებამ 20,841 ათასი დოლარი, ჩინეთიდან - 8,891 ათასი დოლარი და იტალიიდან 7,348 ათასი დოლარი შეადგინა.

2019 წელს იმპორტის ღირებულება 2018 წელთან შედარებით ძირითადად თურქეთის ხარჯზე გაიზარდა.

რაც შეეხება ექსპორტს, საერთაშორისო სავაჭრო სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ექსპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 874 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს საგრძნობლად გაიზარდა და 1.7 მლნ დოლარს მიაღწია.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც გადის ჩვენი წარმოების ავეჯის ძირითადი ნაწილი, შემდეგია: აზერბაიჯანი, სომხეთი, აშშ, ყაზახეთი, თურქეთი.

2018 წელს 255 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის ყველაზე დიდი რაოდენობა სომხეთში გავიდა, ხოლო 2019 წელს ექსპორტი 2018 წელთან შედარებით აზერბაიჯანის, სომხეთისა და აშშ-ს ხარჯზე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები