მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად გაქრა „ღარიბაშვილის ეკონომიკური სასწაული“? - ლილუაშვილი მთავრობას

საქართველოსთვის

სად გაქრა „ღარიბაშვილის ეკონომიკური სასწაული“?, - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ხელისუფლებას პარლამენტის ტრიბუნიდან.

დეპუტატის თქმით, ბიუჯეტის პროექტი გაწერილია პარტაქტივის დასაქმებაზე. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის თანაგრძნობადაკარგული ხელისუფლება, რომელიც უარს ეუბნება მის მოქალაქეებს და ეს იქნება ის მთავრობა, რომელსაც ეს ხალხი უარს ეტყვის.

„ანუ, სად გაქრა ღარიბი ქვეყნის მდიდარი პრემიერ-მინისტრის თვითქებაი საკვირველი, სად წავიდა? ჩიტმა წაიღო? ბოლო პერიოდში აღტაცებული ლაქლაქით რომ საუბრობდა ეკონომიკურ ზრდაზე, ჩაიფუშა ეგ ნარატივი. აგერ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ვნახეთ, სომხეთის მაჩვენებლები უსწრებს საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. სულ რომ ვიძახით - რატომ გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან, იმიტომ, რომ ეს ზრდა, რაზეც იყო საუბარი ადამიანებამდე და ჩვეულებრივ მოქალაქეებამდე არ მიდის.

აგერ რუსეთთან ორწლიანი პოლიტიკური ლაქუცის მერე, რუსეთიდან შემოტანილი საწვავით და მისი ფასებით რომ იყვლიფება საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გამო რომ 30%-ით გაიზარდა უძრავი ქონების ქირა და სტუდენტებს ეს ტვირთად დააწვა. რუსეთს რომ თავი დავანებოთ, 900 ლარზე ნაკლები რომ არის ქვეყანაში ყველა დასაქმებული ადამიანის ნახევრის ხელფასი, 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებები რომ იყო ახლახან პარლამენტში და 2024 წლის ბიუჯეტი რომ განიხილება, დიდწილად ეს ხალხის ფულია და ამიტომ არ არის ეს ზარდა, რომელიც ორნიშნა ციფრებში. იმის ნაცვლად, რომ მოახდინოთ სოციალური დახმარებების გაზრდა, მიბმა ინფლაციაზე  და ყოველწლიურად გაზრდა. ფულს თუ დახარჯავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებაზე, მაშინ ეკონომიკურ ზრდას შედეგები ექნება“, - განაცხადა ლილუაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები