მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წარმატებული, გამორჩეული და გამოწვევებით სავსე" - პაპუაშვილი ღარიბაშვილის პრემიერობის 3 წელს აფასებს

პაპუაშვილი

წარმატებული, გამორჩეული და გამოწვევებით სავსე - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის სამი წელი.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა თანხმდება, მათ შორის ოპოზიციაც, რომ ეს სამი წელი იყო გამორჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით.

"ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ახსნა, რატომ ტოვებს პრემიერის პოსტს. ვფიქრობ, ყველა თანხმდება,მათ შორის ოპოზიციაც რომ ეს სამი წელი იყო გამორჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევებით. საქართველომ შეძლო, რომ ფაქტობრივად იმ გამწვავებით სავსე გარემოში, რომელიც ჩვენს ირგვლივაა ისტორიული პოლიტიკური მიღწევები გვქონოდა და ასევე, ეკონომიკური მაჩვენებლები. მით უფრო, მისი პრემიერობის დასაწყისს დაემთხვა პანდემიის ბოლო ეტაპი. შესაბამისად, ეს სამი წელი იყო ძალიან წარმატებული, გამორჩეული და გამოწვევებით სავსე", - განაცხადა პაპუაშვილმა

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა, - ამის შესახებ, მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდება.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს პირველად 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა, რის შემდეგაც გადადგომის განცხადება თავად გააკეთა და თქვა, რომ თანამდებობა არასოდეს ყოფილა მისი თვითმიზანი. რაც შეეხება მეორედ გაპრემიერებას, ღარიბაშვილი თანამდებობაზე 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები