მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად იზღუდება დიდგაბარიტიანი მანქანების მოძრაობა თბილისში? - რუკა

რუკა

თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება. დიდგაბარიტიანი სატვირთო მანქანებისთვის შეზღუდვა გარკვეულ არეალებში მოქმედებს. მათ შორის აღმაშენებლის ხეივანზე, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებსა და გადატვირთულ ცენტრალურ ქუჩებზე.

რუკას, რომელიც ასახავს იმ არეალს, სადაც აკრძალვა მოქმედებს, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

არის გამონაკლისებიც და ეს წესი არ ვრცელდება სპეცტექნიკაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებზე, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკაზე, ასევე, ტურისტულ სატრანსპორტო საშუალებებზე. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე.

აკრძალულ ზონაში, შეზღუდვის საათებში გადაადგილება 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

„ვინც დაარღვევს აღნიშნულ კანონს, 1 000 ლარით ჯარიმდება. ჩვენ არავის დაჯარიმება არ გვიხარია. მთავარია, დაიცვათ წესი და ამ კონკრეტულ არეალებში გადაადგილებისგან თავი შეიკავოთ“, - განაცხადა დედაქალაქის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დიდგაბარიტიანი მანქანების შეზღუდვა ამ ეტაპზე არ მოქმედებს სადისტრიბუციო მანქანებზე, რომლებიც 1-ელ სექტემბრამდე საშეღავათო პერიოდი მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები