მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად მოგზაურობენ, რაზე და რამდენს ხარჯავენ ქართველი ვიზიტორები? - გამყვანი ტურიზმი

63f876b78b6db
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.23 13:46
1185
გასული წლის განმავლობაში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.2-ჯერ მეტია.

საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოდან განხორციელებული ტურისტული ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (941.4 ათასი) და რუსეთის (247.4 ათასი) ფედერაციაში განხორციელდა. საქართველოს რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილების პროცენტულობა მონახულებული ქვეყნების მიხედვით კი ასეთია:

1. თურქეთი - 54.1%;
2. რუსეთი - 14.2%;
3. ევროკავშირის ქვეყნები - 10.9%;
4. სომხეთი - 7%;
5. აზერბაიჯანი - 1.2%

სხვა ქვეყნები - 12.6%

ამასთან აღსანიშნია, რომ განხორციელებული ვიზიტების 95.9% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტები იყო.

გასული წლის განმავლობაში, 2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს გაუტოლდა, ვიზიტზე გაწეულმა საშუალო ხარჯი 1 078.6 ლარი იყო.

2022 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაწეული ხარჯების განაწილება ხარჯების კატეგორიების მიხედვით კი ასეთია:

1. საყიდლები - 759.9 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 448.7 ლარი;
2. საკვები და სასმელები - 552.1 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 326.1 ლარი;
3. განთავსება - 255.9 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 151.1 ლარი;
4. ადგილობრივი ტრანსპორტი - 173.6 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 102.5 ლარი;
5. გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 52.1 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 30.8 ლარი;
სხვა ხარჯი - 32.8 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 19.4 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები