მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად შეიძლება განვათავსოთ დანაზოგები? - "ფორსაით კაპიტალის" შეთავაზება

636cf17883cce
თამთა ჯიჯავაძე
10.11.22 16:03
1480
საინვესტიციო ფონდ "ფორსაით კაპიტალის“ ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერის რატი მორჩილაძის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე დღეს დანაზოგების განთავსების შესაძლებლობების სიმწირეა. ამას ემატება მთელ მსოფლიოში არსებული ვითარება და ინფლაციის წნეხი, რაც ცენტრალურ ბანკებს აიძულებს, საპროცენტო განაკვეთები სწრაფად გაზარდონ. როგორც "საქმიან დილაში" სტუმრობისას რატი მორჩილაძემ აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში ოქროს, აქციების და უძრავი ქონების ფასები ეცემა, რაც დაზოგვის მსურველ ადამიანებს დიდ საფიქრალს უჩენს, სად დააბანდონ ფულადი აქტივი.

"თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს დღეს აქვს 20 000-30 000 დოლარის დანაზოგი, სად შეიძლება ის დააბანდოს ისე, რომ პირველი - ინფლაციამ არ შეჭამოს და მსყიდველუნარიანობა არ შეუმცირდეს, და მეორე - რომ გააკეთებს ინვესტირებას, ღამე მშვიდად შეეძლოს დაძინება, რომ მისი დანაზოგი ერთ ღამეში არ აორთქლდება.

ამ კითხვას აქვს შემდეგი პასუხი: ყველაზე მიმზიდველი და დაბალრისკიანი დღეს არის შემდეგი სახის ინვესტიცია - პირველი, რომელიც არის უზრუნველყოფილი, ანუ გამყარებულია რეალური აქტივით, მეორე - არის ლიკვიდური, ინვესტორს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, მარტივად და სწრაფად გამოიტანოს ეს ფული დანაკარგის გარეშე; და მესამე - ეს იყოს ფიქსირებულად შემოსავლიანი. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, სად არის ასეთი პროდუქტი? 9 თვის წინ რომ ეს გეკითხათ, ვერაფერს გეტყოდით. დღეს შემიძლია კონკრეტულ პროდუქტზე ვისაუბრო. ეს არის „ფორსაით კაპიტალი“, რომელიც ჩვენ შევქმენით. ეს სწორედ იმ მახასიათებლებით გამოირჩევა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე: უზრუნველყოფილია, ლიკვიდურია და ფიქსირებული შემოსავლის მომტანი“, - აღნიშნა რატი მორჩილაძემ.

მისივე თქმით, სწორედ „ფორსაით კაპიტალის" დახმარებით, დამზოგველები, რომელთაც ფული აქვთ, დაუკავშირდებიან ბიზნესებს, რომელთაც დაფინანსება სჭირდებათ. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ საინვესტიციო კულტურის განვითარებას. კაპიტალის ბაზრის არსიც ეს არის“, - აცხადებს საინვესტიციო ოფიცერი.

ცნობისთვის, „ფორსაით კაპიტალი“ ეროვნულმა ბანკმა როგორც საინვესტიციო ფონდი მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა 30$ მლნ-ია. ვადიანობა ხუთი წელი, ხოლო წლიური უკუგება 5%-ზეა გათვლილი.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები