მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად ვყიდულობთ ადამიანის სისხლს? - ჯანდაცვის სამინისტრომ სისხლის რეფორმაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

სისხლი

"ოცნების" მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განიხილეს. მინისტრის თქმით, რეფორმის მთავარი ამოცანაა უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რასაც სექტორის აქტიური ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება სჭირდება. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

აღინიშნა, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრებზე ჰემატოლოგები, სისხლის ბანკებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები მიმდინარე ცვლილებებზე საკუთარ რეკომენდაციებს წარადგენენ.

წარმოდგენილი კანონქვემდებარე აქტების მიხედვით, იგეგმება დონორთა შერჩევისა და ტესტირების გაუმჯობესებული პროცედურების დანერგვა, სისხლის კომპონენტების მიკვლევადობისა და ჰემოზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბება, ასევე სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესების განსაზღვრა. უწყების შეფასებით, ეს ცვლილებები მთლიანად ტრანსფუზიოლოგიის სექტორის ხარისხობრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველომ 5.9 მლნ აშშ დოლარის სისხლი და ვაქცინები იყიდა [ცალკე სისხლს საქსტატი არ ითვლის], რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5% ზრდაა, რაოდენობაში კი 43.4%, 26.1 ტონამდე.

bm.ge გთავაზობთ TOP-5 იმპორტიორის ჩამონათვალს

  1. უკრაინა - 2.1 მლნ აშშ დოლარი;
  2. თურქეთი - 722.4 ათასი აშშ დოლარი;
  3. ლიეტუვა - 531.2 ათასი აშშ დოლარი;
  4. ბულგარეთი - 412.4 ათასი აშშ დოლარი;
  5. საფრანგეთი - 395.5 ათასი აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები