მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად ვყიდულობთ კომბოსტოს, რომელიც გასულ თვეში 73%-ით გაძვირდა?

კომბოსტო

კომბოსტოს იმპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველომ წელს $1.6 ათასის ღირებულების 2.5 ტონა კომბოსტო იყიდა, მაშინ როდესაც 2024 წელს, იანვარში $2.8 ათასის 6.3 ტონა კომბოსტო ჰქონდა შეძენილი.

აღსანიშნავია, რომ კომბოსტო თებერვალში ყველაზე გაძვირებული პროდუქტი იყო, რომლის ფასიც 73%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქვეყანას კომბოსტოს იმპორტი 66.6%-ით შეუმცირდა.

წელს, კომბოსტოს მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთია. მეზობელ ქვეყანაში საქართველომ $1000-ის ღირებულების 2 ტონა კომბოსტო შეიძინა.

რაც შეეხება გასულ წელს, 2024 წელს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომბოსტოს იმპორტი შემცირდა. საქსტატის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველომ 2024 წელს, $38 ათასის 142 ტონა კომბოსტო შეიძინა, ხოლო 2023 წელს $53 ათასის 365 ტონა ჰქონდა შეძენილი.

მონაცემები ცხადყოფს, რომ კომბოსტოს იმპორტი საქართველოში 2024 წელს 61%-ით არის შემცირებული.

გასულ წელს, საქართველოსთვის კომბოსტოს მთავარი იმპორტიორი ასევე თურქეთი იყო, საიდანაც საქართველომ $22 ათასის 66 ტონა კომბოსტო იყიდა.

საქართველოსთვის 2024 წლის კომბოსტოს მთავარი იმპორტიორი TOP 5 ქვეყანა:

  1. თურქეთი - $22 ათასი, 66 ტონა
  2. ირანი - $ 8 ათასი, 50 ტონა
  3. აზერბაიჯანი - $ 4 ათასი, 24 ტონა
  4. ნიდერლანდები - $ 0.57 ათასი, 27 კილო
  5. საფრანგეთი - $1000, 20 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები