საქსტატის მონაცემებით, 2026 წელს, თებერვალში კომბოსტოს ფასი 22%-ით შემცირდა.
BM.GE დაინტერესდა თუ სად ვყიდულობთ კომბოსტოს, რომელიც ყველაზე გაიაფებულ საქონელში მეორე ადგილს იკავებს.
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში კომბოსტოს იმპორტმა $2 ათასი და 3 ტონა შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $1 ათასი იყო, ხოლო მოცულობა - 2 ტონა. შესაბამისად, ღირებულებით იმპორტი 100%-ით გაიზარდა, მოცულობით კი ზრდა 50%-ია.
მიმდინარე წელს, კომბოსტოს ძირითადი მომწოდებელი თურქეთი იყო. ამ ბაზრიდან 2 ტონა კომბოსტო $1 ათასად შევიძინეთ. სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მოცულობა კი იმდენად მცირე იყო, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ცალკე არ არის ასახული.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2025 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში კომბოსტოს იმპორტმა $578 ათასი შეადგინა, ხოლო მოცულობამ 4 535 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი მხოლოდ $38 ათასი და 142 ტონა იყო. შედეგად, ღირებულებით იმპორტი დაახლოებით 15-ჯერ გაიზარდა, მოცულობით კი თითქმის 32-ჯერ.
ძირითადი მომწოდებელი ქვეყნები 2025 წელს:
- ირანი — $541 ათასი, 4 433 ტონა;
- თურქეთი — $29 ათასი, 79 ტონა;
- რუსეთი — $3 ათასი, 21 ტონა;
- ნიდერლანდები — $2 ათასი, 90 კილოგრამი;
- საფრანგეთი — $1 ათასი, 10 კილოგრამი.




























