მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად ვყიდულობთ წამლებს, რომელიც საქართველოს მესამე უმსხვილესი საიმპორტო საქონელია?

წამლები

2025 წლის 10 თვეში საქართველომ 559.9 მლნ დოლარის 12 926 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შეიძინა. ეს წლის ჭრილში 9.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ დაფასოებული სამკურნალო საშუალებები ქვეყნის იმპორტში მესამე უმსხვილესი სასაქონლო კატეგორიაა, მთლიან იმპორტში 3.7%-იანი წილით.

2025 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოსთვის მედიკამენტების ნომერ პირველი მომწოდებელი თურქეთია, რომელსაც გერმანია და უნგრეთი მოსდევს.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მედიკამენტების TOP-10 საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა შემდეგია:

  1. თურქეთი - $139.1 მლნ/4 134.4 ტონა
  2. გერმანია - $70.4 მლნ/543.9 ტონა
  3. უნგრეთი - $48.8 მლნ/326.5 ტონა
  4. შვეიცარია - $41 მლნ/80 ტონა
  5. საფრანგეთი - $30.8 მლნ/129.5 ტონა
  6. ინდოეთი - $25.2 მლნ/816.5 ტონა
  7. ეგვიპტე - $20.7 მლნ/445 ტონა
  8. ლიეტუვა (ლიტვა) - $16.2 მლნ/254.4 ტონა
  9. სლოვენია - $14 მლნ/141.8 ტონა
  10. ნიდერლანდები - $13.1 მლნ/106.6 ტონა

საგულუისხმოა, რომ მედიკამენტები ექსპორტზეც გადის და მეათე ადგილზეა უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის, თუმცა ეს არა ადგილობრივ ექსპორტს, არამედ რეექსპორტს წარმოადგენს. 10 თვეში მედიკამენტების ექსპორტმა 101.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 6.6%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და მთლიანი ექსპორტის 1.7%-ს შეადგენს. აქედან 80%-ზე მეტი რეექსპორტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები