მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადახლოს საბაჟოზე 20.6 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

63a06fbedfece
ინგა მურუსიძე
19.12.22 18:20
422
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო- საავტომობილო“, სამართალდარღვევის 4 ფაქტი გამოვლინდა.

"მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 227,83 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 20 648,95 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში 20 648,95 ლარის ოდენობით შეეფარდათ", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები