მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სადგურის მოედანზე“ მგზავრთნაკადის შეუფერხებელ გადაადგილებას მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს

6334607936d12
ინგა მურუსიძე
28.09.22 18:32
1663
მეტრო „სადგურის მოედანზე“ მგზავრთნაკადის შეუფერხებელ გადაადგილებას მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები გააკონტროლებენ, - ინფორმაცია bm.ge-ს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში დაუდასტურეს.

„პიკის საათის დროს მეტრო „სადგურის მოედანზე“ მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს, რომ მგზავრთნაკადი გადაადგილდეს შეფერხების გარეშე“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

შეგახსენებთ: დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მის მოადგილეს და საქალაქო სამსახურის უფროსებს დაავალა, მეტრო „სადგურის მოედანზე“ მგზავრთნაკადის საკითხი მოაწესრიგონ.

ფოტო: formula

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები