მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საექსპორტო ბაზრების გაფართოება, „პოპორელის“ დამკვიდრება ქართულ ბაზარზე - „ქართული აგროპროდუქტის“ გეგმები

პოპორელი

დასალევი ხილის და საწებლების მწარმოებელი კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს მთავარ გეგმებში საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო გაფართოება და ბრენდ „პოპორელის“ მეტი პოპულარიზაციაა ქართულ ბაზარზე.

შესაბამისი განცხადება კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, სოსო მანჯავიძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას გააკეთა.

„პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენს ბიზნესზე და აქედან გამომდინარე ხვრელების ამოვსება გვიწევს. ვფიქრობთ, წელს დავეწევით ჩვენს 5-წლიან გეგმას, რომელიც გვქონდა და მაქსიმალურად კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ბაზრების ძიებაზე ვიმუშავებთ. მათ შორის ვნახავთ რამდენად აქტიური იქნება ჩინეთის მიმართულება, რადგან მოცულობები ძალიან დიდია.

აშშ-ში ვგეგმავთ კიდევ ორ ჯგუფთან კომუნიკაციას. ერთი კომპანია, რომელიც ჩვენი პარტნიორია, ვერ მოერევა მთლიანად ბაზარს, შესაბამისად, კიდევ ორ კომპანიას ვეკონტაქტებით, რომ სხვადასხვა შტატები აიღონ. საფრანგეთში კიდევ უფრო მეტად ვგეგმავთ ბაზარი მოვიცვათ. ასევე გერმანიაში გვაქვს კომუნიკაცია ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელთან და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები“, - განაცხადა მანჯავიძემ.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, კომპანიის მმართველი პარტნიორის თქმით, იგეგმება საწებლების ბრენდ „პოპორელის“ მეტი პოპულარიზაცია და მეტად დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. „ძალიან საინტერესო გემოები გვაქვს უკვე და მეტ სიახლეებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს“, - თქვა მანჯავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები