მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საექსპორტო გაყიდვების 36%-იანი ზრდა გვქონდა” - “ჩიკორი”

61ded4c668a86
მარიამ იზორია
12.01.22 23:45
979
კომპანია “ჩიკორში” 2021 წლით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ გაყიდვებმაც ზრდა აჩვენა.

როგორც კომპანიის ექსპორტის მენეჯერი bm.ge-სთან განმარტავს, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით საექსპორტო გაყიდვების 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, “ჩიკორმა” ჩირის წარმადობის მოცულობაც გაზარდა.

“2020-თან შედარებით 2021 წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, საექსპორტო გაყიდვების მიმართულებით 36%-იანი ზრდა გვქონდა. გარდა ამისა საექსპორტო მიმართულებით გავფართოვდით და ახალ ბაზრებზეც შევედით. შეკვეთების მატებასთან ერთად საწარმოო ძალებიც განვავითარეთ და 2021 წელს წარმადობის მოცულობა 60%-ით გავზარდეთ. ამაზე გავლენა ექსპორტის მიმართულებით მომატებულმა ინტერესმაც იქონია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვსურს ასორტიმენტს ახალი პროდუქტები შევმატოთ და ახალი ბაზრები ავითვისოთ”, - ამბობს ანა სოსელია.

ცნობისთვის, „ჩიკორის“ საწარმო ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისში მდებარეობს. „ჩიკორი“ ნედლეულს, როგორც საკუთარი ბაღებიდან, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. საწარმოში დასაქმებულთა უმრავლესობა სამწევრისში მცხოვრებნი არიან.

აღსანიშნავია, რომ "ჩიკორი" ადგილობრივი ბაზრის გარდა პროდუქტს ლიეტუვაში, კატარში, უკრაინაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და ჩეხეთში ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები