მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბაზარზე ირანი იაფი ნავთობის მიწოდებას მკვეთრად ზრდის

64ac221ce940f
გიორგი თოლორდავა
10.07.23 23:20
3832
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ირანული წარმოშობის ნედლი ნავთობის მოცულობა მკვეთრად იზრდება. ივნისში ირანიდან ექსპორტირებული ნავთობის დღიურმა საშუალო მოცულობამ 1.6 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

ირანულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა OPEC-ის წევრი სახელმწიფოებისა და საუდის არაბეთის გადაწყვეტილებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, არაბეთმა დღიური წარმოება 1 მილიონი ბარელით შეამცირა, ბაზარზე არსებული დეფიციტის შევსება კი ახლა სწორედ ირანული ნავთობით ხდება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ირანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული სახელმწიფოა და მისგან ნავთობის შესყიდვა აკრძალულია, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ვაშინგტონის სანქციებს უგულებელყოფს და ირანული ნავთობის შესყიდვას განაგრძობს. სწორედ ასეთ სახელმწიფოებს შორისაა ჩინეთი, რომელიც ირანული და რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია.

როგორც ანალიტიკოსები იუწყებიან, ჩინეთი ბარელ ირანულ ნავთობს ბრენტთან შედარებით 30 დოლარით უფრო იაფად ყიდულობს.

ჩინეთის გარდა, ირანული ნავთობის შემსყიდველებს შორის არიან: სირია, ვენესუელა და აფრიკული სახელმწიფოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები