საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასი ისევ იზრდება. ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი 101 დოლარს აჭარბებს, რაც წინა კვირასთან შედარებით 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ნედლი ნავთობი 6%-ით 96 დოლარამდეა გაძვირებული. გაძვირდა WTI-ც და ბარელზე ფასი 96 დოლარს შეადგენს.
საფასო ჭერზე ბევრად მეტი ღირს რუსული ურალსიც, რომელიც ბირჟაზე 81 დოლარი ღირს, წინა კვირასთან შედარებით რუსულ ნავთობზე ფასი 16%-ით არის გაზრდილი.
დღეს, 13 მარტს, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ერთი თვით გააუქმა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება, რამაც მსოფლიო ბირჟაზე ნავთობი მნიშვნელოვნად გააძვირა.



























