მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის, სიმინდისა და შვრიის ფასები მცირდება

649c068763bce
გიორგი თოლორდავა
28.06.23 16:03
606
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ზოგიერთი საქონლის ღირებულება რუსეთ-უკრაინის ომამდელ ნიშნულსაც კი დაუბრუნდა, მათ შორისაა ხორბალი, რომელიც ამჟამად ბუშელზე 685 დოლარად ივაჭრება.

ფასების შემცირების განსაკუთრებით მკვეთრი ტენდენცია სასოფლო-სამეურნო სექტორში, კერძოდ, ხორბალთან, სიმინდთან, შვრიასა და სოიასთან მიმართებით ფიქსირდება.

სასოფლო-სამეურნეო საქონლის ფასების ცვლილება ერთწლიან ჭრილში:

ხორბალი (-26.2%)
შვრია (-26.4%)
ყავა (-26.6%)
სიმინდი (-5.1%)
სოია (-4.7%)

საქონლის ფასების შემცირება რამდენიმე ძირითად ფაქტორთანაა დაკავშირებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიწოდების ჯაჭვების აღდგენაა. რაც შეეხება ტრეიდერების შეფასებას, სავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში სპეკულატორებმა მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული რისკები ზედმეტად შეაფასეს, რამაც 2022 წლის მარტ-აპრილში საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, თუმცა მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორების დასტაბილურებამ და გარკვეულ რესურსებთან მიმართებით ალტერნატიული წყაროების გამოჩენამ, თავის მხრივ, ფასების კორექცია გამოიწვია.

სასოფლო-სამეურნეო რესურსებთან მიმართებით ინვესტორთა მოლოდინებს ისეთი ფაქტორებიც ემატება, როგორიცაა: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი და ახალი სახნავ-სათესი მიწების გაჩენის ფაქტორი. სიმინდისა და სოიოს ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ში პროგნოზირებულ ხელსაყრელ ამინდთან, ხოლო ბრინჯის ღირებულების შემცირება - აზიის მასშტაბით საწარმოო შესაძლებლობების ზრდასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები