მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა

ხორბალი

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასი ეცემა. ერთკვირიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ 7%-ით იკლო და 5 დოლარი და 47 ცენტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 40%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ივლისის მიწურულს ბუშელის ფასი 7.60 დოლარს აღწევდა, რაც რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შეჩერებასთან იყო დაკავშირებული.

ამჟამად ბირჟაზე არსებული დაღმასვლის ტენდენცია ხორბლის მიწოდების გაზრდასთანაა დაკავშირებული, რასაც, თავის მხრივ, წელს რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული რეკორდული მოცულობის მოსავალი განაპირობებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები