მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბირჟაზე ქართული სახელმწიფო ევრობონდის ფასი შემცირდა

დოლარი

გასული კვირის განმავლობაში ქართული კერძო კომპანიების აქციების ფასის ღირებულების კლებასთან ერთად, შემცირდა სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ევრობონდის, ასევე საქართველოს რკინიგზის ევრობონდის ღირებულებაც, რაც ინვესტორთა მხრიდან საქართველოს ეკონომიკასთან და ევროინტეგრაციის ტრაექტორიასთან მიმართებით გაუარესებულ მოლოდინებს უკავშირდება.

საქართველოს მთავრობამ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევრობონდი საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის აპრილში განათავსა და მათი დაფარვის ვადა 2026 წლის 22 აპრილით არის განსაზღვრული. გასული სამუშაო კვირის განმავლობაში აღნიშნული ობლიგაციის ნომინალის ღირებულება 1.35%-ით შემცირდა და მან პარასკევის სავაჭრო სესიის ბოლოს 90.9 დოლარი შეადგინა.

ასევე 0.33%-ით შემცირდა გასულ კვირაში საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული $500-მილიონიანი ევრობონდის ერთეულის ღირებულებაც და ის 88.35 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები