მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მფლობელი კომპანიების სია 13-მდე გაიზარდა

60672a4c75ee1
BM.GE
02.04.21 18:33
1497
2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თუკი 14 მარტის მდგომარეობით, ეს სტატუსი 3 კომპანიას ჰქონდა, ამჟამად "საერთაშორისო კომპანიების" სტატუსის მფლობელი შპს-ების რაოდენობა 13-მდე არის გაზრდილი

საერთაშორისო კომპანიის სტატსუსი მქონე ფირმების სია:

• შპს „Integration Point Georgia“
• შპს „მრკტ.კომ“
• შპს „ჯორჯიან სერვის გრუპი-2007“
• შპს „EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა, EMCoS“
• შპს „არკას ჯორჯია“
• შპს „სმარტ ჰაბ“
• შპს „იუ ჯი თი ინთელიჯენთ სოფთვეა სოლუშენს“
• უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „aMind Georgia the Branch of aMind Solutions LLC”
• შპს „TERO MARITIME AGENCY“
• შპს ეპამ სისტემს (ჯორჯია)
• შპს "ვებიზ ინტერნეიშენელი"
• შპს „სინგულარ ჯგუფი“
• შპს „სპრაიბ ინთერნეშენალი“

საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

საწარმო სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომსახურება გაუწიოს მხოლოდ იმ პირ(ებ)ს, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, მითითებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:

• უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები