მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო კონსულტანტი: საქართველოში ჩემზე შთაბეჭდილება ბიზნესისთვის ხელსაყრელმა გარემომ მოახდინა

631ad4fdef4a9
BM.GE
09.09.22 20:27
574
საქართველოდან ჩრდილოეთ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, უცხოელ ინვესტორებს მოვუყვები საქართველოში არსებული სარფიანი შეთავაზებების შესახებ, რომელიც არსებობს ცხოვრების მაღალი ხარისხის და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ბაზრებთან დიდი სიახლოვის გამო, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა, შონ გოფორტმა განაცხადა.

„წინა კვირიდან საქართველოში ვიმყოფები და ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანურმა ნიჭმა, შესანიშნავი ხარისხის დაკავშირებადობამ - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომობამ არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის სხვა ნაწილებში და რა თქმა უნდა, ბიზნესისათვის ხელსაყრელმა გარემომ“, - აღნიშნა შონ გოფორტმა.

აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი 13 საინვესტიციო კონსულტანტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან. ტურის მიზანია საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით მასპინძლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები