საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა “FDI-ის რეალოკაციის საგრანტო” პროგრამის ამოქმედებას გეგმას, რომლის შედეგადაც, საქართველოში წარმოების გადმოტანისთვის მთავრობა უცხოურ საერთაშორისო კორპორაციებზე სპეციალურ ფინანსურ მხარდაჭერას გასცემს, ასევე, მოხდება მათთვის რისკების თანადაფინანსების სისტემის შეთავაზება.
ამის შესახებ ნათია თურნავამ ISET-ის ეგიდით მოწყობილ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს მიერ COVID-19-ის საპასუხოდ დაგეგმილ ეკონომიკურ ნაბიჯებს ეხებოდა.
“მთავრობა, ასევე, დანერგავს FDI-ს რეალოკაციის საგრანტო პროგრამას. ჩვენ მოველით, რომ იქნება ახალი გეგმები გლობალური კორპორაციების მხრიდან საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების სხვა ქვეყნებში გადატანის შესახებ. ჩვენ მათ შევთავაზებთ ინფრასტრუქტურული ხარჯების დაფინანსებას, ასევე, სამუშაო ძალის გადამზადებას, ასევე, გამოყენებული იქნება რისკის დაზღვევის ინსტრუმენტები. კრიზისამდე საქართველო ცნობილი იყო, როგორც ბიზნესის კეთების ერთ-ერთ ყველაზე ღია და მიმზიდველ ადგილად და ეს ასეც გაგრძელდება,” - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადების ინგლისური ტრანსკრიპტი (Government will implement FDI reallocation grant program. We do expect a lot of new plans that are coming from global companies and corporations, who are seeking to relocate existing business. We will help them finance workforce learning, salaries, infrastructural costs and some risk insurance instruments will be provided. Georgia has been known before the crisis as one of the highly attractive platform for doing business and we will elaborate more on that position.)
ამ დროისთვის აღნიშნული პროექტის დეტალები ცნობილი არაა; სავარაუდოდ, ამის შესახებ უფრო ზუსტად 24 აპრილს, მთავრობის მიერ ეკონომიკური გეგმის წარდგენით გახდება ცნობილი.
ნათია თურნავამ დღეს საკრედიტო-საგარანტიო სისტემის გაფართოების შესახებაც გააკეთა განცხადება:
“ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებების პროექტზე, რომლის შედეგადაც, ბიზნესის მხარდაჭერის ყველა სახელმწიფო პროგრამა სწორედ შექმნილი ვითარების გაუმჯობესებაზე იქნება თარგეთირებული. სესხების თანადაფინანსების პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, საკრედიტო საგარანტიო პროგრამების და სხვა სქემები გაივლის რედიზაინის პროცესს და გახდება უფრო თარგეთირებული. ეს კი იმისთვის, რათა დავეხმაროთ ბიზნესებს მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებაში. ასევე, დავეხმარებით ადგილობრივ წარმოებას განვითარებაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვა სტიმულებთან ერთად, საკრედიტო-საგარანტიო სქემას. რათა, დაფინანსდნენ მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებზეც კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა გავლენა და რომელთაც აქვთ სწრაფად განვითარების მაღალი პოტენციალი. ეს სისტემა ასევე შეეხება სესხების რესქტურქტურიზაციას. ასევე სესხებს საბრუნავი კაპიტალის შესავსებად. ასევე, შეიცვლება და გადაიხედება ის ლიმიტები, რომლითაც მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხების გარანტირება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავა ISET-ის ვიდეოკონფერენციაზე: