მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო მოგზაურების უახლესი სტატისტიკა – მესამე კვარტალი

5dcff00043304
BM.GE
16.11.19 17:50
1215
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 41.6 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

ამასთან, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.8 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.9 პროცენტით არის გაზრდილი.

რაც შეეხება, ვიზიტორების რაოდენობას, 2019 წლის მესამე კვარტალში მათმა რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1%–ით მეტია.

საქსტატის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 1.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 1.4%–ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 67.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2019 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 413.8 ათასი ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.5–ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციიდან ვიზიტორთა რაოდენობა მთლიანი მონაცემების 18.8 პროცენტს შეადგენს.

ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19.9 პროცენტი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები