მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ძალოსნობაზე ახალი რეკომენდაცია გასცა

ძალოსნობა ოლიმპიურ თამაშებზე

2021 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ძალოსნობა ლოს-ანჯელესში ჩასატარებელ 2028 წლის ოლიმპიური თამაშების მიღმა დატოვა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დოპინგთან ბრძოლისთვის საჭირო რეკომენდაციების არ შესრულება და ანტიდოპინგური სისტემის დამოუკიდებლობის წარმოჩენა გახდა. 

გადაწყვეტილების გამო, უკანასკნელ თვეებში ოლიმპიურ კომიტეტსა და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა და საბოლოო ჯამში კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ გასცა ბრძანება, რომ 2028 წლის ლოს ანჯელესში ჩასატარებელ ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაც შენარჩუნებული იყოს სპორტის ერთ-ერთ სახეობად.

IOC-ის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა ძალოსნობის ფედერაციის მხრიდან სტეროიდებისა და დოპინგების გამოყენების წინააღმდეგ გადადგმული ქმედითი ნაბიჯებია, რომელსაც პარიზში 2024 წელს გასამართ ოლიმპიურ თამაშებზეც დააკვირდებიან. 

თუკი 2023 წლის 16 ოქტომბერს, IOC-ის მუმბაიში გასამართ სესიაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყრილობა ამ მიმართვას დაამტკიცებს, იგი ძალაში მხოლოდ ამ შემთხვევაში შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები