მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფავორიტი ქვეყნები დაასახელა

ზამთრის ოლიმპიური თამაშები

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მომავალი ორი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელთან დაკავშირებით. IOC-ის განცხადებით მათი ფავორიტი 2030 წლისთვის ნიცა და ფრანგული ალპებია, ხოლო 2034 წლისთვის კომიტეტმა იუტას შტატი და სოლტ-ლეიკ სიტი აარჩია.

საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ სესიაზე ივლისის თვეში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე გამოცხადდება, თუმცა როგორც წესი, როდესაც ოლიმპიური კომიტეტი საკუთარ ფავორიტებს ასახელებს, საბოლოოდაც ის ქვეყნები აირჩევა მასპინძლებად.

როგორც ცნობილია, ფრანგები ზამთრის ოლიმპიადისთვის 1.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი კანდიდატი ზამთრის თამაშების მასპინძლობისთვის შვეიცარია იყო, რომლის განაცხადმაც 2038 წლისთვის გადაიწია. IOC-ის განცხადებით, მათ 2027 წლისთვის უნდა ჰქონდეთ ოლიმპიადისთვის შესაბამისი გეგმა გამზადებული, რომელშიც გაწერილი იქნება ფინანსებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები