მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიური“-დან „სტაბილური“-თ შეცვალა

საქბანკი
02.04.24 13:28
1340
სტატიაში საუბარია:

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგი Ba2-ზე დაადასტურა, ხოლო „ნეგატიური“ მოლოდინი „სტაბილური“-თ შეცვალა.

Moody’s-მა საბაზისო საკრედიტო შეფასება და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA) and Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2-ზე აწია, ასევე გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk Assessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე გააუმჯობესა.

აღნიშნული ცვლილებები გამყარებულია ბანკის ეკონომიკური ციკლებისადმი გამძლეობის, გაუმჯობესებული მოგებიანობის და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით, რაც არსებულ რისკებს აბალანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები