მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, რომლებშიც წელს საქართველო მონაწილეობს - ჩამონათვალი

ITB China

საქართველოს მთავრობის #2156 განკარგულებით, ცვლილება შევიდა საერთაშორისო ტურისტული გამოფენების ჩამონათვალში, რომლებშიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობს.

განახლებული ფორმით ჩამოყალიბებული სია 16 გამოფენას მოიცავს მანამდე არსებული 17 ღონისძების ნაცვლად. ჩამონათვალიდან ამოღებულია ორი გამოფენა - Ferien (ვენა, ავსტრია) და Natas (სინგაპური), დამატებულია IFTM Top Resa (პარიზი, საფრანგეთი).

ცვლილება განკარგულების დანართს ეხება, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციას შესაბამისი ღონისძიებებისთვის გამარტივებული შესყიდვის უფლებას აძლევს.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენების განახლებული ჩამონათვალი ასეთია:

გამოფენა / ადგილი თარიღი
1

Vakantiebeurs,

უტრეხტი, ნიდერლანდები

2026 წლის პირველი კვარტალი

2

FITUR

მადრიდი, ესპანეთის სამეფო

2026 წლის პირველი კვარტალი

3

New York Travel & Advanture Show,

ნიუ იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები

2026 წლის პირველი კვარტალი

4

OTM,

მუმბაი, ინდოეთის რესპუბლიკა

2026 წლის პირველი კვარტალი

5

IMTM

თელ-ავივი, ისრაელის სახელმწიფო

2026 წლის პირველი კვარტალი

6

ITB Berlin

ბერლინი, გერმანია

2026 წლის პირველი კვარტალი

7

ATM

დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები

2026 წლის მესამე კვარტალი

8

ITB China

შანხაი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (მასპინძელი)

2026 წლის მეორე კვარტალი

9

SITF

სეული, კორეის რესპუბლიკა

2026 წლის მეორე კვარტალი

10

JATA

იაპონია

2026 წლის მესამე კვარტალი

11

TTG TRAVEL

რიმინი, იტალია

2026 წლის მეოთხე კვარტალი

12

WTM

ლონდონი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

2026 წლის მეოთხე კვარტალი

13

Imex Frankfurt,

ფრანკფურტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

2026 წლის მეორე კვარტალი

14

ibtm World,

ბარსელონა, ესპანეთის სამეფო

2026 წლის მეოთხე კვარტალი

15

Expo Batumi

2026 წლის მეორე კვარტალი

16

IFTM Top Resa

პარიზი, საფრანგეთის რესპუბლიკა

2026 წლის მესამე კვარტალი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები