მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთო სამუშაო სივრცე "ტერმინალი" EuroAsian Startup Awards-ის გამარჯვებული გახდა

601e892411fb0
თამთა ჯიჯავაძე
06.02.21 16:11
1259
საერთო სამუშაო სივრცე "ტერმინალი" EuroAsian Startup Awards-ის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქზე" თავად "ტერმინალმა" გაავრცელა.

ქართული ე.წ ქოვორქინგ-სივრცე ნომინაციაში - წლის საუკეთესო საერთო სამუშაო სივრცედ გამოაცხადეს.-

"ფინალში საკმაოდ სერიოზული კონკურენტები გვყავდა:
1. რუსეთი - tceh
2. უკრაინა - Creative Quarter
3. მოლდოვა - iHUB ; Generator Hub
მადლობა ტერმინალის ყველა წევრს და ჩვენს გულშემატკივრებს. ეს გამარჯვება ყველას გვეკუთვნის", - წერს "ტერმინალი".

Global Startup Awards-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალურ დაჯილდოებაში 9 ქვეყანა მონაწილეობდა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი, მოლდოვა, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.

"ტერმინალს" თბილისში ხუთი სამუშაო სივრცე აქვს. კომპანია მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, ინდივიდუალურ ოფისებს, შეხვედრებისა და საკონფერენციო ოთახებსაც სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები