მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთოდ, რატომ ამტკიცებდნენ ამ პაკეტს?" - პაპუაშვილი €30-მილიონიანი დახმარების შეჩერებაზე

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის 30-მილიონიანი ტრანშის გამოყოფაზე გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა პარლამენტი “გამჭვირვალობის შესახებ კანონს” განიხილავდა.

ასე უპასუხა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ აპირებს მთავრობა, რომ ჯარმა მოკავშირეების გარეშე გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება.

“სამწუხარო ტყუილია, თითქოს მოკავშირეების გარეშე არის დარჩენილი საქართველო. ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიაში წამყვანი როლი ჰქონდა და საქართველო აპირებს, რომ ამ მხრივ იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების ნაწილი. ჩვენი მოკავშირეობა ვლინდება იმაში, რომ საქართველოში ნარჩუნდება მშვიდობა. აქ რომ ომი ატეხილიყო, საქართველო დაინგრეოდა და არანაკლები ზიანი მიადგებოდა ევროკავშირსაც იმით, რომ ჩაიკეტებოდა ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი, რომელიც დღეს არსებობს. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენი თავდაცვის ძალების თანამშრომლობა გრძელდება სხვადასხვა ფორმატებში… ეს იყო ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც ევროკავშირის ფონდის მიერ სულ ახლახან იქნა მიღებული. მაშინ, როცა ჩვენ ვიხილავდით გამჭვირვალობის კანონს. მაშინ დამტკიცდა ეს პაკეტი. თუ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ, საერთოდ, რატომ ამტკიცებდნენ ამ პაკეტს?”, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამავე კონტექსტში თქვა, რომ საქართველო ზრუნავს თავს ჯარზე და ამ კონტექსტში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 100 მილიონი ლარით ზრდა დაასახელა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება და ეს თანხები მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდება. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოში მთავრობის მიმართ 10-ჯერ აჭარბებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღებულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები