მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "დევნილთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტი

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზესაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებკანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივაა, კომიტეტის წევრებს აფხაზეთის / უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო.

მომხსენებელს მიაჩნია, რომ დევნილის ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა აუცილებელია, მოხდეს ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა.

ცვლილების შეტანა აუცილებელია იმისთვის, რომ დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექანიზმის განსაზღვრას, რომელიც დევნილი ოჯახის ინტერესებს დაიცავს“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

დევნილი ოჯახის წევრის გარდაცვალება სახელმწიფოსგან მისაღები ბინის ფართს არ შეამცირებს - კანონპროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები