მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სებ-ის კანონზე პრეზიდენტის შენიშვნები ჩააგდო

BM.GE
12.06.23 23:22
173
სტატიაში საუბარია:
"ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა ჩააგდო. განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას მხოლოდ 2-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონპროექტს, რომელიც ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს, გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაოგნებულობა“ იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში IMF-ის პროგრამა დაიხურება, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან სებ-ში საფინანსო კლანის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები