მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფინანსო სექტორის მთავარი გამოწვევა ძვირი ფულია - ლაშა პაპაშვილი

649ad491cd66d
თელარა გელანტია
30.06.23 10:00
693
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის აზრით, დღეს საფინანსო სექტორის მთავარი გამოწვევა ძვირი ფულია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

ყოფილი ბანკირის თქმით, საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევაც ძვირი ფულია - „იაფი ფული გვინდა, რათა ბიზნესი ჩქარა ვაკეთოთ, სხვანაიარად ვერ განვითარდება ეკონომიკა“.

ლაშა პაპაშვილის აზრით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 2-3 პუნქტით უნდა შემაციროს.

„გასაგებია, რომ ინფლაციას ვებრძვით; მას ებრძვის მსოფლიოც, მაგრამ სადამდე უნდა დავიდეს ინფლაცია, რომ ბიზნესზეც ვიფიქროთ?! მე პრობიზნესური ვარ, ამიტომ მთავარ საფრთხედ მიმაჩნია გაძვირებული ფული, ზედმეტად დარეგულირებული ფული. მე არ ვამბობ, რომ უნდა მიუშვას ვინმემ ყველაფერი ან ეროვნულმა ბანკმა არ უნდა აკონტროლოს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზომა, წონა... სხვა რა არის მისი აღმატებულება მენეჯმენტი, თუ არა კარგად მართვა?!

ყველა მენეჯერი, ყველა ჩინოვნიკი კარგად უნდა მართავდეს იმ სფეროს, სადაც არის, რომ შედეგი დადგეს. ჩვენი საქმეა მათთან ოპონირება, ვინც ცუდად მართავს; ოღონდ ნიშნის მოგებით კი არა, მეგობრულად, ძმურად. პატარა ქვეყანა ვართ“, - თქვა ლაშა პაპაშვილმა.

შეგახსენებთ: ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე, რომელიც 21 ვივნისს გაიმართა, რეფინანსირების განაკვეთი, უცვლელად 10.5%-ზე დატოვა. სებ-ში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება და არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები