მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხვალვე 3 პუნქტით შევამცირებდი რეფინანსირების განაკვეთს“ - ლაშა პაპაშვილი

6499c24e778d1
თელარა გელანტია
26.06.23 22:00
2485
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილიs აზრით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა მინიმუმ 2 პროცენტული პუნქტით უნდა შეამციროს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ყოფილ ბანკირს მთავარ არგუმენტად 1.5%-მდე შემცირებული წლიური ინფლაცია მოჰყავს.

- თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა დღეს?

- ეკონომიკის მთავარი გამოწვევა ძვირი ფულია... იაფი ფული გვინდა, რათა ბიზნესი ჩქარა ვაკეთოთ, სხვანაიარად ვერ განვითარდება ეკონომიკა.

- ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ჩამოსცდა და ახლა 1.5%-ია...

- დიახ, უკვე კარგ ნიშნულზეა. მე 2-3 პროცენტული პუნქტით შევამცირებდი რეფინანსირების განაკვეთს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ გამოწვევების მიუხედავად, ინფლაციის შემცირებული დონე ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების ფუფუნებას აძლევს?

- მე რომ მკითხონ, ხვალვე 3 პუნქტით შევამცირებდი რეფინანსირების განაკვეთს. ორი პუნქტით - მინიმუმ. ახლა 10.5%-ია განაკვეთი და 8.5% რომ გახდეს, რაღაცას დაემსგავსებოდა.

- რისკად რჩება არამყარი გეოპოლიტიკური მდგომარეობა - ინფლაციის სტაბილურობის უზრუნველყოფა კი, ხომ სებ-ის მთავარი მანდატია?

- შიში რისკი არ არის... ყველა პარამეტრი არსებობს, რომ დღეს რეფინანსირების განაკვეთი შეამცირო. შეიძლება, მსჯელობა გაიმართოს 2 პუნქტით შემცირდეს თუ 3-ით, თორემ ჩამოსაწევი რომ არის ფაქტია.

შეგახსენებთ: ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე, რომელიც 29 ივნისს გაიმართა, რეფინანსირების განაკვეთი, უცვლელად 10.5%-ზე დატოვა. სებ-ში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად დასტაბილურების გარკვეული ნიშნებისა, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება და არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები