მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟაზე Amazon Web Services-ის კაპიტალიზაცია, შესაძლოა, $3 ტრილიონამდე გაიზარდოს

62bedfcd9c7ef
გიორგი თოლორდავა
01.07.22 15:55
886
ანალიტიკური კომპანია Redburn-ის პროგნოზით, მომავალში კომპანია Amazon-ის ვებ-სერვისების განყოფილება (AWS), შესაძლოა, მშობელ კომპანიას გამოეყოს და მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ $3-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწიოს.

AWS 2006 წელს დაარსდა და ის Amazon-ის ყველაზე სწრაფად მზარდი განყოფილებაა, რომელიც ვებ და cloud-სერვისების ბაზარზეა წარმოდგენილი. ის მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით საცალო და კორპორაციულ მომხმარებელს ტექნოლოგიური სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს.

2021 წელს Amazon Web Service-ის შემოსავალმა 62 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც კომპანია Tesla-ს წლიურ შემოსავალზე თითქმის $10 მილიარდით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საფონდო ბირჟაზე AWS-ის აქციების შეძენა განცალკევებით არ არის შესაძლებელი, თუმცა Redburn-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, Amazon-ის მენეჯმენტი ტექნოლოგიური და სავაჭრო პლატფორმების განცალკევების და კომპანიის აქციების გაყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„AWS-ისა და Amazon-ის განცალკევება ამჟამად განხილვის აქტიური საგანი არ არის, თუმცა არსებული ტენდენციის შენარჩუნებისა და AWS-ის სწრაფი ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალში ეს რეალობად იქცეს“, - განაცხადა Credit Suisse-ის კვლევითი დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალექს ჰაისლმა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში AWS-ის შემოსავლები 37%-ით გაიზარდა, ხოლო ძირითადი ელექტრონული კომერციის პლატფორმის შემოსავალი პრაქტიკულად არ გაზრდილა, რაც იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ მომავალში AWS უშუალოდ Amazon-საც კი გადაუსწრებს.

ამჟამად Amazon-ი მსოფლიოს რიგით მეხუთე უმსხვილესი კომპანიაა და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ზოგადი საფონდო ბირჟების დაღმასვლის ფონზე, Amazon-ის აქციების ღირებულება 6-თვიან ჭრილში თითქმის 38%-ითაა შემცირებული.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები