აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი (S&P 500) ერთთვიან ჭრილში თითქმის 8%-ით გაიზარდა; Dow Jones-ის ინდექსმა 5.6%-ით მოიმატა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება 11.4%-ითაა გაზრდილი.
უმსხვილესი კომპანიების შედეგები ერთთვიან ჭრილში:
Apple +16.9%
Microsoft +8.2%
Alphabet (Google) +6.9%
Amazon +23.2%
Tesla +30.7%
Berkshire Hathaway +8.6%
UnitedHealth +4.8%
Johnson & Johnson -2.8%
Nvidia +25.1%
Visa +6.5%
Meta (Facebook) -0.6%
Exxon Mobil +10.7%
Walmart +7.7%
MasterCard +11.2%
JPMorgan Chase +1.2%
საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებული აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია, უმეტესწილად, გლობალური მაკროეკონომიკური ვითარების დასტაბილურებასთან, რეცესიული რისკების შემცირებასთან და მსხვილი კომპანიების მიერ დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგების გამოქვეყნებასთანაა დაკავშირებული.
ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ინვესტორები ფიქრობდნენ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალი ამერიკული კომპანიებისთვის უაღრესად არასახარბიელო იქნებოდა, თუმცა Apple-ის და Amazon-ის რეკორდულმა შედეგებმა ნეგატიური მოლოდინები გააქარწყლა და ინვესტორებს პოზიტიური პროგნოზების გაკეთების საშუალება მისცა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია აშშ-ის ფედერალური რეზერვის ფაქტორი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ზომიერ სტრატეგიას ირჩევს, რაც, თავის მხრივ, კომპანიებისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე შედარებით აგრესიული.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.