მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფონდო ბირჟებზე ენერგეტიკული კომპანიების აქციები იზრდება

627276c2dbec6
გიორგი თოლორდავა
04.05.22 16:59
2150
გასულ 24 საათში ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ძირითადი ინდექსების ღირებულება მცირედით გაიზარდა: S&P 500-ის ფასმა 0.48%-ით მოიმატა; 0.20%-ით გაიზარდა Dow Jones-ის ინდექსი; Nasdaq-ის ღირებულება კი 0.22%-ით არის გაზრდილი.

ევროკავშირის მიერ რიგით მეექვსე სანქციების პაკეტის წარდგენისა და რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის ფონზე, საფონდო ბირჟებზე მკვეთრად მოიმატა ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების აქციების ღირებულებამ.

Monolithic Power-ის აქციები 11.4%-ით გაიზარდა; 10.1%-ით მოიმატა Devon Energy-ს საბაზრო ღირებულებამ; 9.5%-ითაა გაზრდილი Coterra Energy-ს აქციების ფასი; Marathon Oil-ის ღირებულება 5.2%-ით არის გაზრდილი; APA Corporation-ის აქციების ფასმა კი 4.7%-ით მოიმატა.

ინვესტორების შეფასებით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის შეზღუდვა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რაც ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილი ამერიკული კომპანიებისთვის პოტენციურად მომგებიან შესაძლებლობებს ქმნის.

უმსხვილესი ამერიკული კომპანიებიდან გუშინ საუკეთესო შედეგები ჰქონდათ: Boeing (+3.3%); JPMorgan (+2.1%); Verizon (+2.0%); Chevron (+1.7%); Dow (+1.6%); 3M (+1.5%); Goldman Sachs (1.4%).

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათი საფონდო ბირჟაზე აქტივობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, რაც დღეს დაგეგმილ ფედერალური რეზერვის მონეტარული კომიტეტის შეხვედრას უკავშირდება. ექსპერტების შეფასებით, აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, განაკვეთის მოსალოდნელზე უფრო მეტად გამკაცრება, სავარაუდოდ, ბირჟების მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს, შემსუბუქება კი - პირიქით.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მიმდინარე კვირა მსხვილი ამერიკული კომპანიების კვარტალური შედეგების გამოქვეყნებითაა დატვირთული. ინვესტორთა და ტრეიდერთა ყურადღების ცენტრში სწორედ ის კომპანიები ექცევიან, რომელთაც 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე გამორჩეული ან უაღრესად არასახარბიელო შედეგები ჰქონდათ.

ოთხშაბათი - Uber; Moderna; Marriott; CVS; Etsy; Marathon Oil; Murphy.
ხუთშაბათი - Shopify; Cloudflare; Epam; Cameco; Datadog; Crocs; Lucid.
პარასკევი - Goodyear; Under Armour; Draft Kings; Enbridge; Flour; Cigna.


საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.